მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ აქციათა 1.81 პროცენტი დროებით გაასხვისეს. შეტყობინება ლონდონის საფონდო ბირჟის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. გარიგების ღირებულება 20 მილიონ დოლარს შეადგენს. ფასიანი ქაღალდების მყიდველია კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Renaissance Securities“.
გარიგების მიხედვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე აქციებს ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 28 ივნისს უკან გამოისყიდიან. აქციების დროებითი გასხვისების შედეგად, ხაზარაძის საკუთრებაში „თიბისის“ აქციების 11.89 პროცენტი რჩება, ჯაფარიძის საკუთრებაში კი 6.37 პროცენტი.