აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, დღეიდან ენგურის ხიდს დაუბრკოლებლად გადმოკვეთენ 14 წლამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ ადამიანები.
რაც შეეხება აბიტურიენტებს, 18 წელს ზემოთ ადამიანებს, მათთვის მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა. ამ ცვლილებების შემდეგ ენგურის ხიდით ზუგდიდის რაიონში ოთხი პენსიონერი გადმოვიდა, ასევე ენგურის ხიდზე გადასვლა შეძლო ერთმა აბიტურიენტმა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა 27 ივნისს ცალმხრივად ჩაკეტა.