რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ინფორმაციას სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთის ე.წ. ტრანსპორტის სამმართველოს ხელმძღვანელი რობესტან გაბელია და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ტრანსპორტისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატრაძ სანაკოევი მოაწერს ხელს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ცხინვალის რეგიონში 24 ივლისს ჩავა.