ენგურის ხიდიდან ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ რამდენიმე აბიტურიენტს წამოსვლის საშუალება მისცეს.
აბიტურიენტები ზუგდიდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად გადმოსვლას ცდილობენ.
დილიდან 6 აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა, თუმცა ნაწილი გადასვლის „ნებართვას“ ელოდებოდა.
ხიდის გადმოკვეთა, დაახლოებით, 10-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ შეძლო.
აბიტურიენტების თქმით, რუსმა სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ე.წ. საზღვარზე წლევანდელი კურსდამთავრებულები გამოეტარებინათ.
აბიტურიენტები ენგურის ხიდთან დილის რვა საათიდან ელოდებოდნენ.
ე. წ. საზღვარი დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ 27 ივნისს ჩაკეტა ცალმხრივად.