logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ჩემი ბრძოლის ველიდან გასვლა ჯერ არ შეიძლება
- +

1 ივნისი. 2016. 18:01


ყოფილმა ტელეჟურნალისტმა, ორგანიზაციის „ძლიერი ქალი - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ლალი მოროშკინამ საქართველო დატოვა და  მოსკოვში გაემგზავრა. ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას მოროშკინამ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაფიქრება სჭირდება, თუ რა სახით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.


„ორჯერ ვიყავი პოლიტიკაში, ერთხელ - მინისტრის მოადგილის პოსტზე კონფლიქტების დარგში და მეორედ - მინისტრის მრჩეველის პოსტზე სასჯელაღსრულების სისტემაში.  ამჯერად საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ბრძოლაზეა საუბარი. მინდა, სიწყნარეში, ჩემს დებთან, ოჯახის წევრებთან ერთად მოვიფიქრო, რამდენად მინდა ამ ბრძოლაში ჩართვა.

 

რა სახით ჩავერთვები პოლიტიკაში, ამაზე წინასწარ არ მინდა სუბარი. მაქსიმუმი, რამდენიც შეიძლება ვიფიქრო, ორი კვირაა. ამ პერიოდის განმავლობაში მივიღებ გადაწყვეტილებას.

 

ჩემთვის რთულია, როცა ვხედავ უსმართლობას, რაც 4 წლის წინ უნდა ყოფილიყო აღმოფხვრილი. ვხედავ ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც მიტინგებზე ვმდგარვარ და დღეს ისევ ის ხალხი დგას ქუჩაში. მე რომ კარგად ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ ბევრია კარგად. მხოლოდ ჩემს თავზე რომ შემეძლოს ფიქრი და ზრუნვა, ალბათ უფრო სხვანაირად ვიქნებოდი.

 

დგება მომენტი, როცა ფიქრობ, იქნებ ჯობდეს 2-3-წლიანი კონტრაქტით უცხოეთში წასვლა და შემდეგ დაბრუნება ან პირიქით, საქართველოში დარჩენა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმა; დალაგებული ევროპა თუ დაულაგებელი საქართველო. ეს მძიმე არჩევანის წინაშე მაყენებს.

 

ყველა ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ ბრძოლის ველიდან გასვლა ჯერ არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირადი კომფორტის მომტანი იქნება", - ამბობს ლალი მოროშკინა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner