logo_geo
eng_logo
თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 82 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ბრძანება გასცეს
- +

2 ივლისი. 2019. 12:07

 

თურქეთში 82 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ბრძანება გასცეს. ისინი ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიცია რეიდს იზმირის პროვინციაში ატარებს, სადაც 42 ეჭვმიტანილი ცხოვრობს. გარდა იზმირისა, რეიდი ტარდება 17 სხვა პროვინციაშიც.

 

2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, 77 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 ათასზე მეტი კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ხელისუფლება მათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner