logo_geo
eng_logo
ამ დროისათვის თბილისისა და ბათუმის „რედისონში“ ოთახების 90% დაჯავშნილია
- +

1 ივნისი. 2016. 18:03


თბილისისა და ბათუმის „რედისონმა" ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად დაიწყო. სასტუმროს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი სალომე წოწორია იმედოვნებს, რომ სეზონი ასევე წარმატებულად გაგრძელდება.



მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისშიც და ბათუმშიც სასტუმრო თითქმის სავსეა, ბათუმი განსაკუთრებით. თბილისში ოთახების 90% დაჯავშნილია, ხვალიდან კი 100% იქნება დაჯავშნული.



მოლოდინებიც დიდია, რადგან არის ძალიან აქტიური სეზონი. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის სეზონი გაგარძელდება წარმატებულად", - განაცხადა წოწორიამ.



მისივე ინფორმაციით, სასტუმროში ამ დროისათვის ბევრი რუსი და არა მარტო რუსი ტურისტია. ბათუმის „რედისონში" ქართველი ტურისტებიც ისვენებენ.



ბათუმში, გამომდინარე საკონცერტო სეზონიდან, საქართველოდანაც არის ჯავშნები. მაისის თვიდან ბათუმში ბევრი რუსი ტურისტი შეინიშნებოდა. ჩვენთვის ზაფხული ბათუმის კუთხით ყოველთვის დატვირთულია და ბევრი ტურისტი გვყავს",-განაცხადა სალომე წოწორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner