logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილმა და ზურაბ ნეფარიძემ 215-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს
- +

1 ივნისი. 2016. 18:03


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და  ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად ბერი გაბრიელის ქუჩაზე მდებარე 215-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ბაღში გამართულ სპეციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.


დეპუტატებმა ღონისძიების დაწყებამდე ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნენ.


215-ე საბავშვო ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სრულად არის ადაპტირებული.  საბავშვო ბაგა-ბაღში 546 აღსაზრდელია, მათ შორის, 15 შეზღუდული შესაძლებლობებისაა და სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას საჭიროებს.


2014 წელს საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია აშშ მთავრობის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა. 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღის ორსართულიანი შენობის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა, კერძოდ,  დამონტაჟდა ლიფტი და ცენტრალური გათბობის სისტემა, გაკეთდა შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები, მოეწყო ადაპტირებული სათამაშო მოედანი, გამოიცვალა სახურავი და ღობე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner