logo_geo
eng_logo
კახა ძაგანია: პროპორციული სისტემის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი და საკაცობრიო ნაბიჯია
- +

2 ივლისი. 2019. 13:13

 

„ხშირად ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას პოლიტიკური სითამამის ნაკლებობაში“, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ტოქშოუში „პირისპირ“ მემარცხენე ალიანსის ლიდერმა კახა ძაგანიამ გააკეთა.

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან თამამი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

 

„ხშირად ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას პოლიტიკური სითამამის ნაკლებობაში. მართლაც გასაოცარი იყო, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო რეფორმა დაიწყეს საარჩევნო სისტემების ცვლილებებით. ამ სისტემის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი, საკაცობრიო, ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, სისტემა დასახვეწია - 13 000 ხმამდე გამოდის თითო დეპუტატის პარლამენტში მივლენა. არც ისე იოლია ამდენი ხმის მოგროვება, ამას სჭირდება ფინანსები, მედიასაშუალებების გვერდში დგომა, პლაკატები, აგიტატორები და უამრავი ატრიბუტიკა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, უნდა დაითვალოს ხმები, რისთვისაც საჭიროა სრულყოფილი, პარიტეტული ცენტრალური საარჩევნო და რეგიონული საარჩევნო კომისიები“, - განაცხადა კახა ძაგანიამ.

 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ძაგანიას თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გაემიჯნება პროცესს, კიდევ ერთხელ მოხდება მისი ლუსტრაცია.

 

„მათ უკვე იციან, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ კონსტიტუციური საარჩევნო გზით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მობრუნდება, ამიტომ ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი - არეულობა და რევოლუცია, რისი საშიშროებაც იყო. ნუ ვიტყვით იმას, რომ არაფერი ხდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის ტალღაზე სახელმწიფო ინსტიტუციების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდება უნდოდა. ამაზე გამოძიებაც იტყვის, რა და როგორ მოხდა. ამდენად, ისინი ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან პროცესს, მაგრამ ჩვენ იმდენად ბევრნი ვართ, რომ ეს პროცესს არ დააზიანებს და მათი ლუსტრაცია მოხდება“, - განაცხადა კახა ძაგანიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner