logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ დაწესებულ დამატებითი შეზღუდვის უზრუნველყოფა პროკურატურას დაევალა
- +

2 ივლისი. 2019. 14:04

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვების გარდა,  ბრალდებულ  ნიკა მელიას   მიმართ  დამატებითი კონტროლისთვის  გამოყენებული იქნება ელექტრონული მონიტორინგი, რომლის უზრუნველყოფა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ბრალდებულ  ნიკა მელიას  აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს  შეფარდების გარდა , დაკისრებული ჰქონდა დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ,  მას აკრძალული აქვს  საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე  დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

 

სასამართლოს განმარტებით, გირაოს პირობებისა და დამატებითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner