„თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დასრულდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან ერთი ტყვია, რომელიც თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული, ექიმების გადაწყვეტილებით, არ ამოიღეს და დატოვეს. მისი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
„ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა იმედაძემ.