ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
მუზა ვარ, მუზა!
*******************
„ხალხის გულწრფელი პროტესტით შენიღბული ნაციონალების მოთხოვნით - გახარია არ უნდა გადადგეს! და არც გადადგება!“ - დაწერა ცნობილმა ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა და...
ამას უმალ მოჰყვა მოკლე, „მრავლუსმეტყველი“ გამოხმაურება, რომლის ავტორი გახლავთ უკვე ნამეტნავად პოპულარული პოლიტიკური „მოღვაწე“ და უსაზღვროდ სახელგანსმენილი „პუბლიცისტკა“, ცნობილი საბჭოთა პოეტის ასული TAKO.
შესაძლოა იკითხოთ: რომელი TAKO?
მეც ვიკითხე, მას შემდეგ, რაც პირად ფოსტაში გზავნილით მაცნობეს, ყანდიაშვილს კი ეცა ტრადიციულად, მაგრამ შენ ხურდაში მოგაყოლაო და კიდევ ერთხელ შემახსენეს, რომ...
მუზა ვარ, მუზა, ამ და მსგავსი სულით მახინჯი „ანგელოზებისთვის“:
საქართველოს მოუცილებელი „პოლიტიკური ჭირი“ - ფოფხაძე-ყანდიაშვილის „ქარხანა“!
გეყურებათ, „ქარხანაო“! ეტყობა, ე.წ. „ტროლების“ თემა უნდა გააცოცხლოს ამ ბრიყვმა. რაში მჭირდება „ტროლი“, წერა მიჭირს თუ გამოქვეყნება? „ტროლი“ და „ანონიმკები“ თავის საახლობლოში მოიკითხოს ამ ტიპაჟმა, რამეთუ ბევრისთვის ცნობილია, ვინ უშვებდა „კაგებეში“ კოლეგებს და თან „ღადაობდა“: ჩვენშიო ზოგი „შინაურია“ და ზოგიც... „ინაურიო“ („კაგებეს“ მრავალწლიანი შეფი ჰყავდა მხედველობაში...)
„ქარხანაო!“, წერს. კიდევ კარგი, სავაჭრო ცენტრი არ დაწერა „მორკინალის დედოფალმა“, თორემ წადი და ამტკიცე მერე, რომ მისი ოჯახის მსგავსად კრიმინალურად არ ჩაგიგდია ხელში არც ბაზრობა, არც საავადმყოფო, არც სასტუმრო, არც კაფე და ა.შ. და ა.შ.
„შარვლიანი“ და ჩემსავით 77-ს გადაცილებული რომ იყოს ეს თურმე წარსულში ცნობილი „დისიდენტის“ ნაშიერი უზრდელი დედაკაცი, პირადში მივწერდი:
„მაშ მტყუნის...“
და დავამატებდი: „ყველა ცილისმწამებელს აუხდა ის ფუნაგორიული დედის გინება, ჯანსუღ ჩარკვიანს რომ მაგრად ეხერხებოდა და ემეტებოდა... მავანისთვის!“ (თუ საჭირო გახდა, კიდეც გავასაჯაროებ...)
„ეტო რაზ!..“
(ეს თუ ვერ გაიგო, „რუსულმანმა“ ექს-პრეზიდენტს ჰკითხოს და უთარგმნის).
ახლა, „ვო ვტორიხ“:
კოკა ყანდიაშვილმა, როგორც მართლა პროფესიონალმა და ნიჭიერმა ორგანიზატორმა, საკუთარი საქმე თავადვე და უკეთ იცის! აქამდეც არ დასჭირვებია ვინმეს მხრიდან ხელის შეშველება, ანუ, აბსოლუტურად(!!!) უჩემოდ(!!!) ართმევდა თავს ბევრ, მათ შორის, უნიკალურ სასიკეთო წამოწყებას და, ალბათ, TAKO-ს და სხვა ბოროტი ტიპების ჯინაზე და „გულის გასახეთქად“ ასევე გააგრძელებს!
„ი ვ ტრეტიხ“:
გიორგი გახარიაც როგორმე „მოახერხებს“ უჩემოდ(!!!) არსებობას მომავალში, ისევე, როგორც აქამდეც „ახერხებდა“ ცხოვრებას მოსულელო TAKO-ების და მათი „ბრძნული“ რჩევების გარეშე.
აი, ამ უტიფარ და, მგონი, უკვე გვარიანად დაავადებულ „ისტერიჩკა“ მდედრებს რა ეშველებათ, ეს კი ნამდვილად არ ვიცი.
არც იმათი მესმის, ვინც მემეგობრება და მოსულელ-მოკრეტინო ყბედების ბოდვებს იწონებს („ალაიქებს“)?
ასეთ „ფბ-მეგობრებს“ დასკვნის სახით ჩავუღიღინებ ცნობილი მელოდიის ფონზე:
მშვიდობით, ტურფავ!
https://multimedia.ge/?p=12179&fbclid=IwAR10TqS3O3VNSEBbcXj3ANHjuVqmy17iVTc92ensmM85DtJdoY60HfZ3GD0