logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დიდი მოწიწებით ვიხრი ქედს ჩვენი ვაჟკაცების წინაშე...
- +

2 ივლისი. 2019. 14:20

 

1993 წლის 2 ივლისი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღე.

 

დღეს მე ლევან აბაშიძესაც გავიხსენებ, ჩვენს ულამაზეს ვაჟკაცს. ერთხელ, მასზე სტატუსის წერისას დავწერე: ეს იყო „სილამაზე საზღვრებს გარეშე“-მეთქი და ასეც იყო. იგი 1992 წელს ზემო ეშერასთან დაიღუპა... სოხუმში მყოფი ქართული ნაწილები ეშერის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ და ქართულმა ნაწილებმა გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიული პლაცდარმი აიღეს, მაგრამ, სამწუხაროდ, იერიშის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყოთ. იმ დროს ქართული მხრიდან 20-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა…. მათ შორის იყო ჩვენი ქართული სილამაზე და ვაჟკაცობა საზღვრებს გარეშე - ჩვენი ლევან აბაშიძე.

 

დიდი მოწიწებით ვიხრი ქედს ჩვენი ვაჟკაცების წინაშე.

 

1993 წლის 2 ივლისს გამთენიისას დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ 600-კაციანი საზღვაო დესანტი გადასხა. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი 52 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად კი ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შესძლეს.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219867703222777

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner