logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: უნიკალური ფოტო - იაკობ ვასერმანი, თომას მანი და ჰერმან ჰესე...
- +

2 ივლისი. 2019. 15:25

 

დღეს წარმოგიდგენთ უნიკალურ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია სამი გერმანელი მწერალი: იაკობ ვასერმანი, თომას მანი და ჰერმან ჰესე. ეს ფოტო აღებულია ევგენი ბერკოვიჩის არქივიდან. რამდენიმე წლის წინ მე უკვე გამოვაქვეყნე მეორე, შედარებით ცნობილი ფოტო, რომელზეც არიან თომას მანი და ჰერმან ჰესე. წარმოდგენილი ორივე ფოტო გადაღებულია შვეიცარიაში, კერძოდ, კარგად ნაცნობ ქალაქ დავოსში.

 

ორი გენიალური გერმანელი - ჰერმან ჰესე და თომას მანი, რომლებიც ერთსა და იმავე ეპოქაში ცხოვრობდნენ, ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მანმა წარადგინა ჰერმან ჰესე ნობელის პრემიაზე, რუს მწერალთან ივან შმელიოვთან ერთად, რომლის „მკვდართა მზე“-მ აღტაცებაში მოიყვანა მწერალი. მიუხედავად ამისა, ნობელის პრემიის მიმნიჭებელ ჟიურის თომას მანმა მისცა რეკომენდაცია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უპირატესობა ჰესესთვის მიენიჭებინათ. იმ წელს ჰესემ პრემია ვერ მიიღო... იგი მხოლოდ 1946 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი.

 

ჰერმან ჰესეს მიერ თომას მანისადმი მიწერილი წერილებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ თომას ფონ დერ ტრავე („თამაში ბისერით“), რომელიც თამაშის დიდოსტატია, სწორედ თომას მანის სტილიზებულ პორტრეტს წარმოადგენს, თან თომას მანი ლიუბეკში დაიბადა, მდინარე ტრავესთან ახლოს.

 

რაც შეეხება ფოტოზე აღბეჭდილ მესამე გერმანელ მწერალს - იაკობ ვასერმანს, მისი ყველაზე ცნობილი რომანია „კასპარ ჰაუზერი“.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219867609260428

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner