logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: რატომ ვერ ხვდებით...
- +

2 ივლისი. 2019. 15:59

 

რატომ ვერ ხვდებით, რომ ოფიციალურ დონეზე, არც რუსეთთან და არც აშშ-თან ქვეყნისთვის სასიცოცხლო და საჭირო, რაიმე მოლაპარაკება არ გამოვა და არც შედგება!

 

რუსეთისთვის საქართველო არც მეზობელია და არც პარტნიორი! აქაურობას თავიანთ საკუთრებად თვლიან და ბუნებრივია, 30 წლის მანძილზე მათგანვე დასმული და მართული ყველა „ხელისუფლება“ მოლაპარაკებას კი არა, სიტყვის შებრუნებას ვერ უბედავდა და ვერც დღეს გაუბედავს!

 

ამ მარტივი მიზეზის გამო, რუსეთისგან ბორკილდადებულებს, არც შეერთებულ შტატებთან და არც სხვასთან დამოუკიდებელი ურთიერთობის უფლება არ გაგვაჩნია!

 

ეს „უფლება“ იმ ერთადერთ შემთხვევაში „ჩამოგვივარდება ციდან“, თუკი მოსალოდნელ, საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებში კავკასიური ინტერესიც გაიზრდება!

 

ასეა ეს და ნურც იმას მკითხავთ, მანამდე რა ვქნათო?!

 

არც არაფერი, ვისხდეთ და ვუყუროთ მიშა მშვილდაძის გულმხურვალე „რეჩებს“ რუსთაველზე!

 

ჰო, რომ დაგამშვიდოთ, გეტყვით, რომ ვინც საჭიროა, ბევრ რამეზე ფიქრობს უკვე!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner