logo_geo
eng_logo
სადახლოზე და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

2 ივლისი. 2019. 17:27

 

19 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 22 260 ღერი არადეკლარირებული  სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი, და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, 19 ივნისს, სგპ სადახლო-საავტომობილოზე აღმოჩენილი სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner