logo_geo
eng_logo
თეირანის უნივერსიტეტში მუსლიმმა ქამრან მამედოვმა საქართველოს შესახებ გამოფენა გამართა
- +

1 ივნისი. 2016. 18:39


ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თეირანის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მე-6 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა, სადაც უცხოელმაი სტუდენტებმა თავიანთი ქვეყნების ისტორია და კულტურის ატრიბუტები, სიმბოლიკა და ნივთები გამოიტანეს.



აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქამრან მამედოვი წარმოადგენდა, რომელიც თეირანის უნივერსიტეტში ადამიანთა საერთაშორისო უფლებების სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტია.



მამედოვმა გამოფენაზე საქართველოს ისტორიული კუთხეების ფოტოები და რამდენიმე ატრიბუტი გამოიტანა და მნახველებს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.



მიუხედავათ იმისა, რომ გამოფენაზე ჩემს სტენდზე საქართველოს შესახებ საჭირო და საკმარისი რაღაცები არ იყო, ირანელები მაინც დროშას დაინახავდნენ. მოდიოდნენ და საქართველოს შესახებ ბევრ საინტერესო რამე მეკითხებოდნენ, რადგან ირანელები საქართველოთი ძალიან დაინტერესებულნი არიან", - აცხადებს მამედოვი.



მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეებს დახმარება სთხოვა, თუმცა დაპირების მიუხედავად, ისინი არ დაეხმარნენ.  მხოლოდ საქართველოს საელჩომ ირანში გარკვეულ საკითხებში გაუწია დახმარება.



მომავალში საქართველოდან შესაბამისი ორგანოები თუ დამეხმარებიან გამოფენის უფრო მრავალფეროვანად ჩატარებაში, ძალიან მადლიერი და მოხარული ვიქნები. ჩემი მიზანია, ჩემი სამშობლო ყველგან და ყოველთვის ვასახელო და გავაცნო მისი ღირებებულები სხვებს",- განაცხადა ქამრან მამედოვმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner