შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა.
ისინი ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ. 12 სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.