logo_geo
eng_logo
რუსეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- +

2 ივლისი. 2019. 19:33

 

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დღეს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი აღმოაჩინეს.

 

საავადმყოფოში გადაყვანილ დაშავებულთა რაოდენობამ 200 ადამიანს მიაღწია, ხოლო მსუბუქად დაშავებულთა რაოდენობა სხვადასხვა წყაროს მიხედვით 750-დან 1300-მდე მერყეობს.

 

ნანგრევებში ხალხის ძებნა ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

 

გუბერნატორი სერგეი ლევჩენკო საგანგებო სიტუაციის სამინისტროს აბრალებს, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლება და ხალხი არ გაფრთხილეს მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბების თაობაზე. საგანგებო სიტუაციის სამინისტროს საოლქო სამმართველოს უფროსი ვალენტინ ნელიუბოვი კი აცხადებს, რომ მათ წყლის დონის მატების შესახებ გააფრთხილეს ადგილობრივი ხელისუფლებაც და SMS შეტყობინებები გაუგზავნეს საშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასაც, თუმცა სტიქიის მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner