logo_geo
eng_logo
რუსეთი დონბასში სამშვიდობო ძალების შესვლას დათანხმდა
- +

1 ივნისი. 2016. 18:41


რუსეთი დონბასში სამშვიდობო ძალების შესვლას დათანხმდა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.



ნორმანდიულ ფორმატში განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას დონბასში ეუთო-  პოლიციელების მისიის შეყვანასთან დაკავშირებით. ეუთო- პოლიციელების მისიის ჩართვისთვის ყველა მხარის თანხმობა იყო საჭირო. რუსეთმა თანხმობა განაცხადა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კონსტანტინე ელისეევმა.



შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს გენერალური მდივნის ლამბერტო ძანიაერიგანცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ინიციატივას ყველა მხარე მიესალმება და იმ შემთხვევაში, თუ ზავის პირობებს ყველა მხარე დაიცავს, ეუთო მზად არის, გაგზავნოს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული პოლიციელების მისია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner