„მე როგორც ვიყავი ინფორმირებული იმ ეტაპისათვის, ბუნებრივია, მქონდა შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ვიდეორგოლზე „არა ინტელექტის ოკუპაციას“ საუბრისას.
„ის თვლის, რომ სიმართლეს ამბობს, მე ხომ არ ვიცი, მისი გადმოსახედიდან რა როგორ ჰქონდა გათვლილი. ვერ ვიტყვი, ჩანაფიქრი რა ჰქონდათ. მე როგორც ვიყავი ინფორმირებული იმ ეტაპისათვის, ბუნებრივია, მქონდა შესაბამისი რეაქცია. ვიცოდი, რომ რუსეთს უნდოდა ბაზარზე შემოსვლა და ყველაფრის მითვისება, რაზეც, რა თქმა უნდა, მქონდა ლოგიკური პროტესტი, რომელიც ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდებოდა“, - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.