logo_geo
eng_logo
იაპონიაში მეწყერის საფრთხის გამო, 600 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

3 ივლისი. 2019. 10:19

იაპონიაში ძლიერი წვიმის გამო, 600 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კაგოშიმაში შესაბამისი ზომები მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის გამო მიიღეს.

 

იაპონიის მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ძლიერი წვიმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, რაც მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებას ზრდის.

 

გასულ წელს, ამავე პერიოდში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 200 ადამიანი შეეწირა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner