logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია - ვინ შეცვლის დონალდ ტუსკს
- +

3 ივლისი. 2019. 11:13

 

 

ევროპის საბჭოს ახალი თავმჯდომარე, ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი გახდა, რომელიც თანამდებობაზე დონალდ ტუსკს შეცვლის.

 

ამის შესახებ ევროსაბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

 

 

„ევროპის საბჭომ შარლ მიშელი ევროპის საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აირჩია“,-დაწერა ტუსკმა.

 

 

ევროკავშირის წევრი-ქვეყნების სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 20-21 ივნისს მიმდინარეობდა, ევროინსტიტუტებში კანდიდატურებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ამიტომ სამიტი 30 ივნისამდე გადადეს.

 

 

თუმცა, 1 ივლისს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ტუსკმა ორმხრივი შეხვედრებისთვის სამიტი შეაჩერა.

 

 

პოლონეთის ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს თავმჯომარედ 2014 წლის ბოლოს აირჩიეს, თუმცა მისი უფლებამოსილება მეორე ვადით 2017 წლის მარტში გაახანგრძლივეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner