ინდოეთში, მაჰარაშტრაშის შტატში ტივარეს კაშხლის გარღვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, სულ ცოტა 20 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას „India Today“ ავრცელებს.
კაშხალის რღვევის მიზეზი ამ რაიონში არსებული ძლიერი წვიმა გახდა. კაშხალის მიმდებარედ მდებარე სოფელში სულ ცოტა 12 სახლი დაიტბორა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ძლიერ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა მუმბაიშიც, სადაც კედლის ჩანგრევას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა.