logo_geo
eng_logo
საქართველოში საწვავი გაძვირდა
- +

3 ივლისი. 2019. 11:52

 

 

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების უმეტესობამ საწვავი გააძვირა. ამის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ლარის გაუფასურებაა. თუმცა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.

 

რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა. „სოკარის“ ქსელში ახალი ფასი 2.48 ლარია, „ვისოლში“ – 2.54 ლარი, „ლუკოილში“ – 2.46 ლარი, „გალფში“ – 2.54 ლარი.

 

3-6 თეთრით გაიზარდა სხვა ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner