ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587130 ლარს შეადგენს.
1.2-კილომეტრზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; ამოიწმინდება სანიაღვრე არხები; მოეწყობა რკინა-ბეტონის მილები;
სამუშაოს შპს „ბილდინგ გრუპ 17“ აწარმოებს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
2018 წელს, თორსა-დღვაბაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია (ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება) განხორციელდა.