logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე პარტია, უნდა აიკრძალოს და უნდა გამოცხადდეს რეჟიმად
- +

3 ივლისი. 2019. 14:45

 

 

„ირმა ინაშვილმა რომ შეიტანა პარლამენტში მოთხოვნა, ეს უნდა დაკმაყოფილებულიყო“, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა  გააკეთა.

 

მისი თქმით, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთი სპეცრაზმელები არიან ისინი, ვინც დამიზნებით ესროდნენ.

 

„ყველგან არიან ეს ნარჩენი დამნაშავეები ისევ, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში და ეს აისახა სწორედ. აი, ის სპეცრაზმელები... როგორც კი დავინახე, რომ დამიზნებით ესროდნენ და თვალები ამოეთხარათ ახალგაზრდებს, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთი სპეცრაზმელები არიან ისინი. ჩვენ ვიხილეთ ვიდეოც, როგორ მოუწოდებს სააკაშვილი და როგორ ესაუბრება სპეცრაზმს. ამიტომ უნდა გაიწმინდოს. თქვენ კითხვა დასვით: როგორ უნდა დამთავრდეს ეს და იცით, როგორ? „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე პარტია, უნდა აიკრძალოს და უნდა გამოცხადდეს რეჟიმად. ირმა ინაშვილმა რომ შეიტანა პარლამენტში მოთხოვნა, ეს უნდა დაკმაყოფილებულიყო, დღეს ამ უბედურებას ავცდებოდით და თვალებდათხრილი ახალგაზრდები არ გვეყოლებოდნენ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner