logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა
- +

3 ივლისი. 2019. 14:48

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო დაშავებულ ადამიანებზე პასუხისმგებლობას იღებს.

 

მისი თქმით, დღეს მოვედით იმ ვითარებამდე, როდესაც პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას.

 

 „დიდი იმედი მაქვს, საზოგადოებამ მაინც ჯანსაღად შეაფასა და გაცილებით წინ არის პოლიტიკურ პარტიებზე თავის კულტურით და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით, ვიდრე თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა“. უზნეობასთან დაკავშირებით ვთქვი... გახსოვთ, ალბათ, მარგველაშვილის  მთავარი ლოზუნგი იყო, დასრულდეს კოჰაბიტაცია და ხალხმა ამას დაუჭირა მხარი. მინდა 2012 წელი შეგახსენოთ, როდესაც თანაარსებობის აუცილებლობა შედგა იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობა მთლიანად ნაციონალების იყო, სასამართლოები, აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი ყველაფერი, აქედან გამომდინარე ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა ჩვენი საზოგადოებისთვის სტაბილური ქვეყნის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო, და დღეს მოვედით იმ ვითარებამდე, როდესაც პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას.

 

„ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთ პლატფორმაზე დგანან და ამ პარტიების მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა. რასაკვირველია, ამას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

პარლამენტარმა არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზებზეც ისაუბრა.

 

„თქვენ მეკითხებით, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე მაინც მგონია, რომ საზოგადოება გადამწყვეტია. ადამიანები, ვინც გულწრფელად ითხოვენ ამ საკითხებზე რეაგირებას, უნდა დავარწმუნოთ იმაში, ეს საკითხები უყურადღებოდ არ დარჩება. ისინი უნდა დავარწმუნოთ, დაშავებულებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. აქვე გეტყვით, რომ ადამიანებზე, ვინც 2011 წელს, 26 მაისს დაშავდნენ, არათუ სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, არამედ მიწაში მათი ჩადება მოინდომა და ბევრიც ჩადო კიდევაც . ეს განსხვავება უნდა დაინახოს საზოგადოებამ და  გააკეთოს შესაბამისი დასკვნები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner