logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება
- +

26 თებერვალი. 2016. 17:47



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში" დედაქალაქის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით რეფორმებს და პროექტებს ეკონომიკური განვითარების სამსახური გააგრძელებს.



ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სერვისების მიწოდებაზე, სერვისის მიწოდების პროცედურების გამარტივებაზე. არის სექტორები, რომელთაც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ჭირდებათ. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეკონომიკურ სამსახურს ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური ერქვა. თუმცა, პოლიტიკას ეკონომიკის სექტორში ცენტრალური მთავრობა ატარებს. ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენს ეკონომიკურ სამსახურს ერქმევა ეკონომიკური განვითარების სამსახური და ის განახორციელებს ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს და პროგრამებს. კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული უწყებები ერთ სამსახურში გაერთიანდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner