ანალიტიკოსის სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში ვარშავის სამიტის შესახებ წერს:
„ვარშავის სამიტის წინ საქართველომ NATO-ზე შეტევა დაიწყო: ჩვენი თავდაცვის მინისტრი დღეიდან ორკვირიანი ევროპულ-ამერიკული ვიზიტით უცხოეთში გაემგზავრა, შეხვდება იქაურ კოლეგებს და ალიანსთან დამოკიდებულების საკითხს გაარკვევს.
„NATO, თუ არ მიგვიღებ, თუ "მაპ"-ს არ მოგვცემ, მაშინ რით დაგვამშვიდებ? თორემ გასკდა ეს გული ნერვიულობით...
ეს ცოტა ხუმრობით, უფრო სერიოზულად კი, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ, NATO -სკენ მიმავალ გზაზე სიარული ბევრად კარგი და სასარგებლოა ქვეყნისათვის, ვიდრე მასში გაწევრიანება. ანუ, რაც უფრო დიდხანს მოვუნდებით ბრიუსელამდე მისვლას, მით უკეთესი - მეტ რეფორმებს განვახორციელებთ, მეტ ჯარისკაცს გავგზავნით ცხელ წერტილებში, უფრო სწრაფად ავაშენებთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოს და როცა პოლიტიკური კონიუნქტურა ნატოში გაწევრიანების საშუალებას მოგვცემს, ჩვენც სრულად მზად ვიქნებით და ეგრევე შევხტებით..."- წერს კილაძე.