logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი აირჩიეს
- +

3 ივლისი. 2019. 16:44

 

 

ევროდეპუტატებმა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს.

 

სასოლის არჩევა ხმის მიცემის მეორე რაუნდის შედეგად გახდა შესაძლებელი. მას 345 დეპუტატმა მისცა ხმა.

 

დევიდ-მარია სასოლი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრია. მან ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანტონიო ტაიანი შეცვალა.

 

63 წლის დევიდ-მარია სასოლი ყოფილი ჟურნალისტია. მან ჟურნალისტური კარიერა 2009 წელს დაასრულა და იტალიის დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. ის პირველად ევროპარლამენტის წევრად 2009 წელს აირჩიეს. 2014 წლის პირველ ივლისს ის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. დევიდ-მარია სასოლი მეშვიდე იტალიელი გახდა, რომელმაც ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

 

​ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე სასოლის მეტოქეები გერმანიის, ესპანეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები იყვნენ. დღესვე ევროპარლამენტის წევრები 14 ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner