logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ, არის საუკეთესო პასუხი
- +

3 ივლისი. 2019. 16:51

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ფინანსურად თვითკმარი და მზარდი და სტაბილური შემოსავლების მქონე, ადგილობრივი კაპიტალის განკარგვის უფლებამოსილების მქონე და ეკონომიკურ პროცესებში ჩართული მუნიციპალიტეტები და რეგიონები არის პასუხი იმაზე, თუ პროპორციული საარჩევნოს სისტემის პირობებში როგორ იქნება მოსმენილი რეგიონების ხმა, რადგან ასეთ პირობებში, რეგიონები, ქალაქები, მუნიციპალიტეტები მაღალი დინამიკით და შეუქცევადად ვითარდებიან და მათ აღარ სჭირდებათ ხელოვნური სტიმულირება.

 

„ეს ყველაფერი კი მოაქვს სწორად წარმართულ დეცენტრალიზაციის რეფორმას, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ და ეს არის საუკეთესო პასუხი მათთვის ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner