logo_geo
eng_logo
1 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელთათვის სავალდებულო ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება
- +

3 ივლისი. 2019. 17:19

 

 

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება.

2019 წლის 1 აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთან, გაცნობებთ, რომ თუ 2019 წლის 1 აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება. ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურა და ქვემომხმარებლის რეგისტრაცია წარმოდგენილია ვიდეო ინსტრუქციებში.

 

ზემოაღნიშნული პროექტი ქმმის ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ სუბიექტს სთავაზობს, თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს.

 

იხილეთ ბმულები:

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&amp=&v=TUi5-AuCmPw

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&amp=&v=WPCbhTuqI9w

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner