logo_geo
eng_logo
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების საკითხზე პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა
- +

3 ივლისი. 2019. 17:45

 

 

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების საკითხზე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოახდენს და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს მიაწვდის.

 

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. ამ ღონისძიების შესრულება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, რომელიც განახორციელებს ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიაწვდის მონიტორინგის შედეგებს“, - განაცხადეს პროკურატურაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner