logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: როგორც კი ნორმალიზებისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ნორმალიზებისკენ წავიდა ლარის კურსი
- +

3 ივლისი. 2019. 18:27

 

 

„როგორც კი ნორმალიზებისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ნორმალიზებისკენ წავიდა ლარის კურსი“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, კურსზე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, მოლოდინებიც მოქმედებს.

 

„ყოველთვის ვამბობ, ლარის კურსზე მოქმედებს როგორც ფუნდამენტალური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თვალნათლივ ვხედავთ“, – განაცხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8155 ლარი ეღირება, ევრო – 3.1804, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5408 ლარი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner