საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მეორე ევროპული თამაშების მონაწილე საქართველოს დელეგაციის საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტსმენები, მწვრთნელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს მიხეილ ბატიაშვილმა და ლერი ხაბელოვმა. მათ ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთხელ მიულოცეს ევროპულ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობა და მომავალ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებები უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ მეორე ევროპულ თამაშებს ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა. ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 30 მედალი მოიპოვეს. 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა! „მინსკი 2019“-ის ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, -57 კგ), დავით ლორიაშვილი (სამბო, -100 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო, -74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (სამბო, +100 კგ) და გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლები მინდია ლილუაშვილმა (სამბო, -68 კგ), ნინო ოძელაშვილმა (სამბო, -72 კგ), ელენე ქებაძებ (სამბო, +80 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო, 100 კგ), ლუბა გოლოვინამ (ბატუტზე ხტომა), გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), ლადო ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), სახილ ალახვერდოვმა (კრივი, 49 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ) მოიპოვეს.
ბრინჯაოს პრიზიორები ბექა ბერულავა (სამბო, -82 კგ), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო, 60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ), გივი ნადარეიშვილი (სამბო, -52 კგ), გეგა ჩირგაძე (სამბო, 62 კგ), პაატა ღვინიაშვილი (სამბო, -90 კგ), ლუკა მაისურაძე (ძიუდო, 81 კგ) ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა, წყვილები, 50 მ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), ოთარ ერანოსიანი (კრივი, 60 კგ), გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე, +84 კგ) და დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60 კგ) გახდნენ.
მესამე ევროპულ თამაშებს 2023 წელს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს.