logo_geo
eng_logo
კარიბის ზღვაში ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 27-ზე მეტი ადამიანი
- +

4 ივლისი. 2019. 11:00

 

კარიბის ზღვაში, ჰონდურასის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა. ინციდენტის შედეგად მინიმუმ 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“, ატლანტიკური ინდუსტრიული მეთევზეობის ასოციაციის პრეზიდენტ რიჩარდ ბონილზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 9 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

 

ჰონდურასის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მაშველებმა ბორტზე მყოფი 47 ადამიანი გადაარჩინეს.

 

ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ხოსე დომინგო მეზამ განაცხადა, რომ ნავი უამინდობის გამო სხვა მიმართულებით წავიდა, რამაც ჩაძირვა გამოიწვია. მან ასევე განაცხადა, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner