logo_geo
eng_logo
შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
- +

4 ივლისი. 2019. 11:25

 

შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ.

 

„უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა“, - განაცხადეს შსს-ში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner