logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი კოჰაბიტაციის
- +

4 ივლისი. 2019. 11:46

 

„ეს ადამიანები მთელი 9 წელიწადი საკუთარ ხალხს აწამებდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კარლო კოპალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა.

 

„მე თავიდანვე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი კოჰაბიტაციის. კოჰაბიტაციაზე დათანხმება შეიძლება გაუადვილდეს იმ ადამიანს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ მუშტი და ხელკეტი არ მოხვედრია, არ უგრძვნია მისი მარწუხები, არ წაურთმევიათ ქონება, არ დაუჭერიათ, არ უწამებიათ და მოუკლავთ ოჯახის წევრები“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

მისი თქმით, შეიძლება ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, კოჰაბიტაციას გარკვეული გამართლება ჰქონოდა, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელთანაც ლაპარაკი არ შეიძლება.

 

„ეს ადამიანები მთელი 9 წელიწადი საკუთარ ხალხს აწამებდნენ, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ფიქრობს მხოლოდ რევანშზე და ამ ქვეყნის ჩამოშლაზე. მე არ მწამს ამ ხალხის ოპოზიციონერობის, ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები, ოკუპაციიდან დაწყებული ადამიანის უფლებებით დამთავრებული, ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს არ გაეხარა. კარგად გვახსოვს 9-წლიანი რეჟიმი, კარგად ვნახეთ 20 ივნისი, სხვაგვარად ისინი ვერ აზროვნებენ. მათ კარგად იციან, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მხოლოდ დესტრუქციით, მხოლოდ შევარდნებით შეიძლება დაიპყრონ ხელისუფლება, ეს მათი აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ამ მოქცევით, საოცარი ცინიზმით, ამორალიზმით , რომელიც პოლიტიკაში შემოაქვთ, ისინი დასცინიან საზოგადოებას. რეცეპტი არის მხოლოდ ერთი - ქართულ პოლიტიკაში უზნეობის და ამორალიზმის შემომტანი ადამიანები, როგორც პოლიტიკური მეძავები, გაძევებულ უნდა იქნენ ქართული პოლიტიკური სივრციდან, ეს არის გამოსავალი და ამას ჩვენი საზოგადოება არჩევნების გზით გააკეთებს. ეს იციან მათ, ამიტომ აქვთ გადაწყვეტილი, რომ როგორმე ძალადობის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ძალიან კარგად ხედავს და არასოდეს დაუშვებს ამ ქვეყანაში ძალადობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა მართლაც დაადგეს ევროპის გზას და ხალხმაც თავისუფლად ამოისუნთქოს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner