logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ
- +

2 ივნისი. 2016. 00:02


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ფაქტორში" საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებისაუბრა და განაცხადა, რომ მოქმედ პრემიერ- მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობა მიმდინარეობს.



პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, მე ეს მოლოდინი მაქვს. როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზეთავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება. შემდეგ, ბუნებრივია, როდესაც მივიღეთ კანონი, ნათლად გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას, ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს, არაფუნქციონალურად აქცევს. ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთეთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე თავად საკონსტიტუციო სასამართლოსაც ვკითხეთ აზრი. ყველაზე მნიშვნელოვნად ჩავრთეთ ვენეციის კომისია. უმოკლეს ვადაში, შვიდ დღეში მოვახერხეთ და მივიღეთ ვენეციის კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშრებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა. ერთია, როდესაც გაქვს პოზიცია, მეორეა, როდესაც შენ მოტივირებულ შენიშვნას აკეთებ, შენ უნდა კონკრეტული პოზიციები წარადგინო. ამ მსჯელობაში წითელი ხაზები იყო ვენეციის კომისიის პოზიციები. ჩვენ დავდეთ ეს დოკუმენტი და ვთქვით, რომ ვენეციის კომისია რა ჩარჩოებს ამბობს, რომ ეს არის კონსტიტუციური და დემოკრატიული, მოდით, ამ ჩარჩოებს ნუ გადავალთ, არამედ ამ ჩარჩოების შიგნით ვიპოვოთ კონსესუსი. ასეთი კონსესუსი შედგა, პირველ რიგში იქიდან გამომდიონარე, რომ ბატონი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ. ის არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება მუშაობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner