logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა
- +

4 ივლისი. 2019. 13:14

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია, თემქაზე, ავშნის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

 

„მე მოსახლეობას თავიდანვე დავპირდი, რომ გვექნებოდა აქტიური კომუნიკაცია და მოხარული ვარ, რომ ამას ორმხრივად ვახერხებთ. ამ ტიპის შეხვედრები მე, როგორც მათ მიერ არჩეულს, მაძლევს შესაძლებლობას, უფრო კარგად დავინახო საკითხები, რომელთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მოსახლეობამ ზაზა გაბუნიას ავშნის ქუჩაზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების გამო მადლობა გადაუხადა და ახალი საჭიროებები გააცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner