logo_geo
eng_logo
გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
- +

4 ივლისი. 2019. 13:15

 

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტი მძიმე სენს რამდენიმე წელი ებრძოდა. ის არაერთი გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა „გოგიჩა“ მაინც ყველას „ბასტი-ბუბუთი“ დაამახსოვრდა... გიორგი 50 წლის იყო.

 

გიორგის მისი განუყრელი სატელევიზიო პარტნიორი - „ბაბილინა“, ნატო სულხანიშვილი იხსენებს.

 

„რა გითხრათ... არაჩვეულებრივი, კეთილშობილი,  თბილი, კაცთმოყვარე ადამიანი იყო. კარგი მეგობარი, რომელიც სულ, ყველა სიტუაციაში მზად იყო, დაგხმარებოდა. ბოლოს „ელისის ზღაპარი“ ერთად მიგვყავდა. მერეც შევხვდით, ვილაპარაკეთ. ბოლოს ტელეფონით ვურთიერთობდით. არ უნდოდა ადამიანის შეწუხება... რომ ინატრებ, ნეტა ასეთი მეგობარი მყავდესო, ასეთი იყო „გოგიჩა“...“ - წერს ნატო სულხანიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner