ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
ბევრი წლის წინ გავიცანი, საბავშვო გადაცემა მიჰყავდა საზოგადოებრივზე... მაშინ ჩემთვის „გოგიჩა“ იყო ჟურნალისტიკის დასაწყისიც და დასასრულიც, ყველა ბავშვის საოცნებო ტიპთან ერთად ეთერში ვიჯექი... აი, ყველაზე ამაყი ვიყავი და ყველაზე ბედნიერი.... პროფესიის არჩევაშიც დიდი როლი ითამაშა, მერე გავიზარდე მე... და ეტაპობრივად იზრდებოდა და გადადიოდა ჩვენი ურთიერთობაც ფაზაში, რომელსაც მეგობრობა ჰქვია... მე ვიზრდებოდი და ვეწეოდი „გოგიჩას“... რა ასაკშიც ვიყავი, ყოველთვის იმ ჭკუის იყო, ასაკობრივი ბარიერი არასდროს მიგრძვნია... ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვნახე... გავამხნევე, გამამხნევა და შევთანხმდით, რომ კიბო არ იყო განაჩენი...
დღევანდელმა დღემ და შენმა სიკვდილმა წამართვა ბავშვობა...
ყველაზე ტკბილი, რომელიც ასე სკივრშია შენახული... და აწი უფრო ხშირად უნდა ამოვალაგო ხოლმე... ძალიან მენანები, გოგიჩ...
შენი სიკვდილით წააქციე კედელი შენს თაობასა და სიკვდილს შორის...
მშვიდად იძინე, მეგობარო...
შევხვდებით...