„რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესი ისეთი გამჭვირვალე და თავისუფალია, როგორიც ამ ქვეყანას აქამდე არ ღირსებია,"- განაცხადა უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში.
"სასამართლო პროცესს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სასამართლო და მედია თავისუფალია. 5 წლის წინ, მოქალაქეებს უფლება არ მიეცათ, სასამართლოს ეზოში აქცია ჩაეტარებინათ, რადგან როგორც მაშინ მოსამართლე კოპალეიშვილმა განაცხადა, ეზო თურმე სასამართლოს შენობაა. დღეს კი, სასამართლოს ეზოში აქციები თავისუფლად იმართება, დერეფნებიდან პირდაპირი ჩართვები მიმდინარეობს და პროცესს პირდაპირ ეთერში ვუყურებთ.
ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია, რა დღეში აგდებენ მოსამართლეებს, რომელიც „რუსთავი 2-ის" საქმეებს განიხილავენ. წინა ხელისუფლების დროს, მე დაინტერესებული პირი ვიყავი, ეს ჩემი მოვალეობა იყო და სასამართლო საქმეებს ვსწავლობდი. სისტემაში სულ რამდენიმე მოსამართლე იყო, რომელიც წინა ხელისუფლების წნეხს უძლებდა და მათ შორის იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებიც "რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავენ", - განაცხადა უფლებადამცველმა.