logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი გამჭვირვალე და თავისუფალია!
- +

2 ივნისი. 2016. 00:02


რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესი ისეთი გამჭვირვალე და თავისუფალია, როგორიც ამ ქვეყანას აქამდე არ ღირსებია,"- განაცხადა უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში.

 

"სასამართლო პროცესს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ  სასამართლო და მედია თავისუფალია.  5 წლის წინ, მოქალაქეებს უფლება არ მიეცათ, სასამართლოს ეზოში აქცია ჩაეტარებინათ, რადგან როგორც მაშინ მოსამართლე კოპალეიშვილმა განაცხადა, ეზო თურმე სასამართლოს შენობაა. დღეს კისასამართლოს ეზოში აქციები თავისუფლად იმართება, დერეფნებიდან პირდაპირი ჩართვები მიმდინარეობს  და პროცესს პირდაპირ ეთერში ვუყურებთ.

ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია, რა დღეში აგდებენ მოსამართლეებს, რომელიცრუსთავი 2-ის" საქმეებს განიხილავენ. წინა ხელისუფლების დროს, მე დაინტერესებული პირი ვიყავი, ეს ჩემი მოვალეობა იყო და სასამართლო საქმეებს ვსწავლობდი. სისტემაში სულ რამდენიმე მოსამართლე იყო, რომელიც წინა ხელისუფლების წნეხს უძლებდა და მათ შორის იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებიც "რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავენ", - განაცხადა უფლებადამცველმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner