logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია მოსახლეობას სარწყავ სისტემებზე არსებულ ვითარებასა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებაზე ესაუბრა
- +

4 ივლისი. 2019. 15:34

 

სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების სავანეთისა და ტალავერის  მოსახლეობამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ  ოფისში   გამართულ შეხვედრაზე.

 

ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის საკითხი აქტუალურია. შეხვედრის შემდეგ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი, ქვემო ქართლის  რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელები  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და შეთანხმდნენ, რომ სარწყავი წყლის  შეუფერხებლად მისაწოდებლად და პროცესის დარეგულირების მიზნით, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად, სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილდეს.  მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა. 

 

ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner