logo_geo
eng_logo
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

4 ივლისი. 2019. 16:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ა.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა1971 წელს დაბადებული პ.შ., ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ა.ვ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner