სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა NATO-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა NATO-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო NATO-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.