logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: შს მინისტრი მაქსიმალურად ცდილობდა, ძალა არ გამოეყენებინა
- +

4 ივლისი. 2019. 19:05

 

„როდესაც 21 ივნისის დილას მკითხეს, უნდა გადადგეს თუ არა გახარია, მაშინ ვუპასუხე, მე მის ადგილას გადავდგებოდი-მეთქი. მაგრამ მერე და მერე, გამოჩნდა გარემოებები, რამაც აზრი შემაცვლევინა - გახარია არ უნდა გადამდგარიყო“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„პოლიციის კორდონი, რომელიც იდგა პარლამენტის ალაყაფის კარის წინ, არ იყო მზად დავალებული მისიის შესასრულებლად, რადგან იქ ძირითადად ახლგაზრდა და წვევამდელები ბიჭები იყვნენ. ნაცებს კი პარლამენტში უნდოდათ შესვლა, რათა იქ დროშა აეფრიალებინათ და ხალხისთვის მიემართათ, ხელისუფლება დაემხოო! უამრავი პროცესიც მოჰყვებოდა ამას, წარმოდგენაც კი არ მინდა. შს მინისტრი მაქსიმალურად ცდილობდა, ძალა არ გამოეყენებინა. ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ სპეცტექნიკა მხოლოდ მას შემდეგ ჩაება საქმეში, როცა უკვე აუტანელი გახდა პოლიციის კორდონზე თავდასხმები. და რაც მთავარია, გაჩნდა საფრთხე, რომ ეს ზონდერჯგუფები და მათთან ერთად ჩვეულებრივი აღტკინებული მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრებოდნენ“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner