პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთ-ერთი დაკავებული ადრეც ნასამართლევია. ცოტნე სოსელია, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციელებს „დუბინკას“ ურტყამს, ადრეც პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობისთვის იხდიდა სასჯელს.
რაც შეეხება დაარჩენ სამ დაკავებულს, ისინი არიან: ძებნილი ზურაბ ბადაღაშვილი; ბესიკ თამლიანი და კახა კუპრეიშვილი.
კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორც უსწორდებიან ისინი სამართალდამცველებს. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათი სასამართლო პროცესი ხვალ შედგება.